ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში Entrepreneurship and Innovation-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

ლუკამ მოიპოვა Chevening Scholarship, რომლითაც სრულად არის დაფინანსებული მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.

ლუკას მიერ შერჩეული პროგრამა, თავისი შინაარსით, მოიცავს ინოვაციების მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს: პრობლემის აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდებს, გუნდის ფორმირების მიდგომებს, ბიზნესმოდელის შექმნას, მარკეტინგულ ანალიტიკასა და ცოდნის მენეჯმენტს. ეს კი სრულად შეესაბამება ლუკას ინტერესებს მეწარმეობისა და მარკეტინგის მიმართულებით, აგრეთვე მის ახლანდელ საქმიანობასაც. ლუკა არის თანადამფუძნებელი ციფრული სარეკლამო სააგენტო Quick-ის.

ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები