საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
იტალიაში ევროპის „მასიმო რომეოს“ თასის გათამაშება მიმდინარეობს სოფტბოლში. ტურნირის ფარგლებში საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის მომდევნო შეხვედრებს ხორვატიისა და ჩეხეთის გუნდებთან გამართავს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.