გიგა რაზმაძემ სრული დაფინანსება მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში სწავლისთვის

სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის აღზრდილმა გიგა რაზმაძემ წარმატებით გაიარა რთული კონკურსი და მოიპოვა სრული დაფინანსება ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში სწავლისთვის.

გიგა გაივლის ჰარვარდის ოთხკრედიტიან კურსს – „პოლიტიკის ეკონომიკა და გლობალიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები”.

„ეს არა მხოლოდ აკადემიური გამოცდილებაა, არამედ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ჩართვის შანსი. გიგას მიღწევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქალაქის სკოლიდან წამოსულმა  მოტივირებულმა ახალგაზრდამ მიაღწიოს საერთაშორისო წარმატებას. სკოლა ულოცავს გიგას ამ დიდ მიღწევას და უსურვებს კიდევ ბევრ გამარჯვებას!“, – ნათქვამია სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები