საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ნიკო სამადაშვილი 120“ გაიმართება

18 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ნიკო სამადაშვილი 120“ გაიმართება.

ღონისძიება პოეტ ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს ეძღვნება.

გამოფენა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ მოამზადა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალები – ნიკო სამადაშვილის ხელნაწერები და ფოტოები ნუგზარ სამადაშვილის საოჯახო არქივიდან, ასევე პოეტის პირადი ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები