ნაყინის ფესტივალი მთაწმინდის პარკში
ყველასთვის საყვარელი, ტკბილი და გრილი, ნაყინის ფესტივალი გვიახლოვდება – 13 ივლისს, მთაწმინდის პარკის ცენტრალური მოედანი ტრადიციულად კიდევ ერთხელ გაივსება ნაყინის კომპანიებით.
ჯოხიანი ნაყინი, ბურთულები, ჩამოსასხმელი, შოკოლადის, ვანილის, ხილის…. თქვენ რომელი გიყვართ? – ყველა დაგხვდებათ.
გაიმართება გასართობი ღონისძიებები, მუსიკალური პროგრამები, პრიზების გათამაშება.