ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ინფორმაციას ავრცელებს:
“მიმდინარე წლის 8 ივლისს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, დაგეგმილია საკონსულო მომსახურების გაწევა ილინოისის შტატში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის (საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა).
მოქალაქეების მიღება განხორციელდება ქ. ლინკოშეარში 11:00 სთ – დან 2:00 სა ათამდე და 4:00 – საათიდან 7:00 საათამდე.
მისამართი:
240 Olde Half Day Rd.
Lincolnshire, IL 60069
საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებს, გთხოვთ ვიზიტის დანიშვნის მიზნით, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfL0F…/viewform
დამატებით გთხოვთ, თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://newyork.mfa.gov.ge/passport-for-adult
https://newyork.mfa.gov.ge/passport-for-minor
https://newyork.mfa.gov.ge/id-card
რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfL0F…/viewform“, – ნათქვამია ინფორმაციაში.