გენადი ნესისის თასი ქართველი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა
ბათუმში წარმატებით დასრულდა გენადი ნესისის თასის რიგით მესამე გათამაშება.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში მსოფლიოს 11 ქვეყნის 31 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობა ქართველი მოჭადრაკეების დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა.
დავით ჯოჯუამ ერთპიროვნულად მოიგო ტურნირი – 7.5 ქულა;
ნოდარ ლორთქიფანიძე — 7 ქულა;
დავით მაღალაშვილი — 6.5 ქულა.
ქალთა შორის შეჯიბრმაც ქართველი გოგონების უპირატესობით ჩაიარა.
პირველობა ორმა მონაწილემ გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით საუკეთესო კესარია მგელაძე გახდა.
კესარია მგელაძე – 5 ქულა;
გატე სვატი (ინდოეთი) – 5 ქულა;
მარიამ ცეცხლაძე — 4.5 ქულა.