ბუდაპეშტში მოქმედ არტ-კლუბში „Villa11“ ღონისძიება „ფიროსმანი და ღვინო“ გაიმართა

2025 წლის 24 ივნისს, საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა უნგრეთში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას „ფიროსმანი და ღვინო“ უმასპინძლა, რომელიც ქ.ბუდაპეშტში მოქმედ არტ-კლუბში „Villa11“ გაიმართა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ინსტრუქტორის დახმარებით, ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის საკუთარი რეპროდუქცია შეექმნათ.

ღონისძიებაზე დამსწრე უცხოელ დიპლომატებს და საქართველოს მეგობრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ინფორმაციას უნგრეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები