ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“მოქალაქეების საყურადღებოდ!

  • ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით ან იორდანიით:

– იორდანიის შემთხვევაში

– მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing : 08:00-20:00

ან  The Jordan River crossing:  09:00-16:00  სასაზღვრო გამშვები პუნქტებით.

– სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებელი https://www.egged.co.il/homepage.aspx

– ისრაელის დატოვების დროს, მოქალაქე იხდის 122 შეკელს, ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელია

– იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, დაახლოებით 70 აშშ დოლარი

– საზღვრიდან ამანამდე, გადის ტაქსი/ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი

– The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 2 საათის გზა/ The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 4 საათის გზა/  .

– ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში https://www.jordanaviation.jo/shallowlink.aspx?ad=1&in=0…

და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით

– გაფრთხილება:  იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება

– დისკომფორტი – დიდი რიგი

ეგვიპტის შემთხვევაში

– მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან

– სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებელი  https://www.egged.co.il/homepage.aspx

– ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ/ ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი

– საზღვრიდან შარმელშეიხამდე, გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – გზა დაახლოებით 2.30 სთ

– შარმელშეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში/არის პირდაპირი რეისები

– დისკომფორტი – დიდი რიგი და ბევრი კითხვა ისრაელის მესაზღვრეებისგან და უსაფრთხოების ოფიცრებისგან:, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები