ლევან საგინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
ჩიკაგოში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე, 36 წლის ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
„ქართველმა ჰალკმა“ მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ლევან საგინაშვილმა ჩემპიონის ქამარი 2024 წელს მოიპოვა, როდესაც კანადელ დევონ ლარატს East vs West 12-ზე აბსოლუტური უპირატესობით სძლია.
აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაში ლევან საგინაშვილმა მონაწილეობა კარიერაში მეორედ მიიღო.