ნიკა ქურდაძე სწავლას აშშ-ში – University of California, Riverside-ში აგრძელებს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ქურდაძე სწავლას აშშ-ში – University of California, Riverside-ში აგრძელებს. ის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე ისწავლის, კონდენსირებული გარემოს ფიზიკის მიმართულებით.
ნიკას აკადემიური ინტერესის სფეროა კორელირებული სისტემები და კვანტური ინფორმაციის დამუშავება, ხოლო University of California, Riverside ამ მიმართულებით განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს.
ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებ.