საერთაშორისო ჩემპიონატზე ტრამპლინიდან ხტომაში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს
იტალიაში, ქ. რომში გამართულ რიგით მე-15-ე საერთაშორისო ჩემპიონატზე წყალში ხტომაში, გიორგი წულუკიძემ ,7.5 და 10 მეტრიანი კოშკურიდან, 412.80 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, მას მხოლოდ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა გაასწრეს.
ჩემპიონატზე, გიორგი წულუკიძემ 475.15 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსანდრე ცხომელიძემ 446.25 ქულით 3 ადგილი დაიკავა. ამავე კატეგორიაში კოკა საკანდელიძემ 385.15 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე, თეკლე შარიამ, 1 მეტრი ტრამპლინიდან 301.75 ქულით 3 ადგილი დაიკავა. ამავე კატეგორიაში მარიამ შანიძემ 283.15 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ცხომელიძემ 1 მეტრი ტრამპლინიდან 412.95 ქულით 3 ადგილი დაიკავა. ამავე კატეგორიაში კოკა საკანდელიძემ 355.80 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.