აფრიკის კონტინენტის სამხრეთში პირველი ქართული რესტორანი „იბერია“ გაიხსნა
ბოტსვანაში, ქ. გაბორონეში, აფრიკის კონტინენტის სამხრეთში პირველი ქართული რესტორანი „იბერია“ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბატონი როლანდ ბერიძე, ბოტსვანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს წევრები, ბოტსვანის კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„იბერია“ ბოტსვანაში მცხოვრებმა ქართულმა ოჯახმა, ადგილობრივ ბიზნესმენებთან პარტნიორობით დააარსა. რესტორანს უძღვება ქართველი შეფმზარეული, რომელიც სტუმრებს ნამდვილ, ავთენტიკურ ქართულ გემოებს სთავაზობს.