ქართველმა წყალში მხტომელებმა ევროპის ჩემპიონატზე დიდებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავეს
თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დიდებს შორის სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მარიამ შანიძემ და თეკლე შარიამ მეექვსე ადგილი დაიკავეს, რაც ისტორიული შედეგია.
მარიამ შანიძემ და თეკლე შარიამ ფინალში მსაჯებისგან 231,72 ქულა დაიმსახურეს. სპორტსმენები დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობენ.