საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის  ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები.  ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.

ვარშავაში ქართული კულტურის დღეებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, მან სიტყვით მიმართა შეკრებილ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები