ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ესპანეთში ლა-ნუსიას ევროპის თასი მიმდინარეობს.  ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ფინალში ესპანელი დანიელ ნიეტო დაამარცხა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრამდე ავსტრიის წარმომადგენელი საიფ-ისლამ ისლამანოვი, ფრანგი იოან ბენეზრა და ნიდერლანდელი ტიგო რენესი  დაამარცხა; ნახევარფინალში კი ბრაზილიელ ჟოაო სეგატელის იპონით სძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები