საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა
იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ტაოლუსა და სანდას ნაკრებმა სულ 18 მედალი – 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – მოიპოვეს.
ტაოლუს ნაკრების შედეგები ასეთია:
ბარბარე ღაჭავა – 3 ოქრო;
გვანცა ქარჩავა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი;
ნიკოლოზ ნუცუბიძე – 2 ოქრო, 1 ბრინჯაო;
მარიამ არზიანი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი;
გიორგი ონიანი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი;
საბა ედილაშვილი – 2 ვერცხლი.
სანდას ნაკრებიდან ჩემპიონობა იზეიმეს სანდრო კუჭავამ, სერგო ალფრაიძემ და ნატალი ბოიარკომ.
ქართველი უშუისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.