მუდმივად განახლებადი ბრენდი ანუ „მოიხვიე გაზაფხული და იყავი ბედნიერი!“
დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონები უკვე მიეჩვივნენ დიზაინერ ნანუკა ჩხეიძის ბრენდის “Naninfinitas“ პერიოდულად შემოთავაზებულ საინტერესო ინიციატივებსა და სასიამოვნო სიახლეებს. ბრენდი “SEVEN” ერთი მათგანია. ბრენდის სახელით მისმა ერთგულმა მომხმარებელმა უკვე არა ერთი საკოლექციო პროდუქცია იხილა და შეიძინა. ყოველი ახალი კოლექცია ნიშნავს ხარისხიან ქსოვილზე დატანილ დახვეწილ გრაფიკულ მონახაზს და ფერების უჩვეულო მიქსს.
ქართული ბრენდი “Naninfinitas” შარფების ახალ კოლექცია “SEVEN” ასევე ავტორისეული ხელწერითა და ფერადი სამყაროს პალიტრითაა წარმოდგენილი. თუ როგორ ახერხებს დიზაინერი ასე ხშირად ბრენდულ განახლებებს და იმას, რომ ის წინანდელზე განსხვავებული და უკეთესი იყოს, ამის თაობაზე თავად მოგვითხრობს.
– ქალბატონო ნანუკა, რა ხდება ამ სხვადასხვა უჩვეულო ფერების შექმნის ინსპირაცია და როგორი ქალბატონებისთვისაა შექმნილი?
– ყოველ ჯერზე, ვცდილობ, რომ მათ შექმნას რაიმე საინტერესო ახსნა მოვუძებნო. „ბროწეულებში ცა გახლართულა” – სწორედ პოეტის ეს ფრაზა გახდა ჩემი ერთ-ერთი შარფის შექმნის ინსპირაციის წყარო. მე ასე დავინახე თითქოს წითლად აბრიალებული ბროწეულები ცის ფონზე თავს იწონებს და გიხმობს: შემამჩნიეთ და დამინახეთო. ეს თავმდაბალი, მაგრამ, ამავე დროს თავმომწონე ქალბატონებისთვისაა.
– შეგიძლიათ თქვენი შარფების სხვა კოლექციებზეც მოგვიყვეთ – რომელი ტიპის ქალბატონებზე მოარგეთ ისინი?
– სიამოვნებით, კოლექცია სახელად „FLORA” შევქმენი მათთვის, ვისაც ყვავილები უყვარს და ფერების შეხამებაში სითამამეს იჩენს, ვინც უპირატესობას განსხვავებულ სტილს ანიჭებს. „SEVEN“ უახლესი ექსკლუზიური კოლექცია „სიცილია“ ლიმონის განუმეორებელი ყვითელი ფერისა და კობალტის ლურჯის მიქსია. ჩემი წარმოდგენით, ისინი უფრო უცხოური ვოიაჟების მოყვარულებს მოეწონება. ეს კოლექცია თითქოს მოუწოდებს მათ: თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხარ სიცილიაში, შეგიძლია ამ შარფთან ერთად იმოგზაურო! “SEVEN” მორიგი კოლექცია „C’est La Vie სელავი“ – კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, თუ „როგორია ცხოვრება“. ეს გაზაფხულივით ფერადი, ჰაეროვანი შარფები ფრანგული არომატითაა გაზავებული.
– აქვე იმასაც შევახსენებ მკითხველს, რომ თქვენი კოლექციის ნაწარმი ყოველთვის განსხვავებულად და ლამაზადაა შეფუთული …
– მე ვფიქრობ, სასაჩუქრე შეფუთვა, რომელიც შარფის ფერებსა და სტილშია გაფორმებული, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ნაწარმს. მისი ფასი დამოკიდებულია ზომაზე, დიზაინსა და სასაჩუქრე შეფუთვაზე.
– ახლა გაზაფხულია და საგაზაფხულო ფერებია აქტუალური…
– დიახ, ახლა გაზაფხულია, სეზონი, რომელიც ქალბატონებს ყველაზე ძალიან უხდება. “SEVEN” -ის ლურჯმა კოლექციამ მწვანე და იასამნისფერის განუმეორებელი ესთეტიკა შემოიტანა. ამ შარფებმა თითქოს გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს ვირტუალურ სამყაროში. მინდა, რომ ეს განწყობა და ემოცია რეალურადაც განიცადონ იმ ქალბატონებმა, ვინც ჩემს მიერ შექმნილ ნამუშევრებს ანიჭებს უპირატესობას, გულწრფელად ვუსურვებ მათ ბედნიერებას…
მაკა მალხაზიშვილი