კოლუმბიის უნივერისტეტის ღვინის კლუბში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერისტეტის ღვინის კლუბში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვინის კომპანიის ექვსი ღვინო საქართველოს მევენახეობის რეგიონებიდან, 70-მდე სტუდენტი დაესწრო. დეგუსტაციაზე დააგემოვნეს როგორც ქვევრის, ისე კლასიკური წესით დაყენებული ღვინოები; განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი წითელმა ღვინოებმა დაიმსახურა.
კოლუმბიის უნივერისტეტის ღვინის კლუბში 300-მდე წევრია. ქართული ღვინის წარდგენა ღვინის პროფესიონალებისა და დაინტერესებული დამსწრეების წინაში, ქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდოს და პოზიციები გამყარდეს.