ლიეპაიას საკონცერტო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის კონცერტი გაიმართა

2025 წლის 16 მარტს, ლატვიური მხარის მიწვევით, ქალაქ ლიეპაიას საკონცერტო დარბაზში „Great Amber“ გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის კონცერტი, თორნიკე არჩვაძის დირიჟორობით.

სტუდენტური გუნდი ლატვიის შერეულ გუნდთან ერთად წარდგა პროგრამით „ევროპული და ქართული საგუნდო მუსიკა, ქართული ხალხური მუსიკა“.

ქართული გუნდის კონცერტი მიეძღვნა ქალაქ ლიეპაიას 400 წლის იუბილეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები