საერთაშორისო ტურნირზე მილა შავლაძემ ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა

გერმანიის  ქალაქ ფელბაჰ – შმიდენში ჩატარდა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ 16 ქვეყნის წამყვანი ტანმოვარჯიშეები, მათ შორის იყო პარიზის 2024 ოლიმპიური ჩემპიონი დარია ვარფოლომეევა.

საქართველოს ნაკრებს მარიამ ქაჯაია, ნინო კვანტალიანი, ბარბარე ქაჯაია, მილა შავლაძე, ნინო დათუნაშვილი და ნინო ბატატუნაშვილი წარმოადგენდნენ.

დიდი წარმატებაა ის რომ ასეთ ძლიერ ტურნირზე, ფინალში, 8 უძლიერეს შორის ჩვენი ორი ტანმოვარჯიშე  მოხვდა: რგოლით  ვარჯიშში ნინო დათუნაშვილი და ბაფთით ვარჯიშში მილა შავლაძე.

ნინო დათუნაშვილმა მე – 6 ადგილი დაიკავა, მილა შავლაძემ კი წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა. ეს მისი დებიუტი იყო იუნიორთა კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები