ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავები” დასრულდა
ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავები” დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ოთხი წყვილი ეჯიბრებოდა. მათ შორის იყო სალომე ჭაჭუას და დენი ო’კაროლის წყვილი. სალომემ და დენიმ საფინალო 2 ცეკვა შეასრულეს და კიდევ ერთხელ მოხიბლეს ჟიურის წევრები და მაყურებელი.
თერთმეტი საინტერესო და მძიმე კვირის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა.ხალხის რჩეული რის მაკლენეგენი და ლორა ნოლანი გახდნენ.