23 -წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა გუშინ 3 მედალი მოიპოვეს
ალბანეთში მიმდინარეობს 23 -წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალიბეკ ამიროვთან დათმო.
კობა ქარუმიძემ ფინალამდე სომეხი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მეჰმეტ სარპს სძლია.
გუშშინ კიდევ ორი მედალი მოიპოვეს ქართველმა მოჭიდავეებმა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე საბა ჩილაშვილმა უნგრელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალი კი უკრაინელ მოწინააღმდეგესთან დათმო.
ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.
რომეო ბერიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე ალბანელ და თურქ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი მოლდაველ მოჭიდავესთან დათმო.
საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია.