საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ხორვატიაში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე  საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით 1711 ქულა დააგროვა, რაც  ევროპის რეკორდია.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.  მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები