ალიკანტეს მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია თავის სამოქმედო არეალს აფართოებს
ალიკანტეს მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია “Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes” თავის სამოქმედო არეალს აფართოებს და საქმიანობას ვალენსიის რეგიონში, კერძოდ,ახლად ჩამოყალიბებულ დიასპორულ ორგანიზაციასთან “GEO ART VALENCIA” იწყებს.
„ამ მნიშვნელოვან საქმეს სათავეში უდგას და ხელმძღვანელობს ქ-ნი ნათია ბიწკინაშვილი. დიასპორასთან არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლს ” ზეკარი”- ვეკო რამაზაშვილი და პავლე გერგედავა.
ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება – გასტროლი და შეხვედრა“, – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.