კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან 2 მედლით ბრუნდება
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები პოლონეთიდან, ევროპის ჩემპიონატიდან 2 მედლით ბრუნდება:
პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის 52-ე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, პირველად გოგონებს შორის (კუმიტე, -47 კგ.), სალომე ქაქუთიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი პირადი მწვრთნელია ცეზარ ჯანჯღავა.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მერაბ გელაშვილმა (U21, +84 კგ), ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.