ბრუკლინის რესპუბლიკურმა პარტიამ  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა,სადაც ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური  ალიანსის წევრები მიიწვია

16 დეკემბერს, ნიუ-იორკში, და საზეიმო მიღება გამართა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს და რესპუბლიკური პარტიის სენატორებს და ასამბლეის წევრებს გამარჯვება მიულოცეს.

წვეულება ბრუკლინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა რიჩარდ ბარსამიანმა (Richard Barsamiაn) და ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ედ კოქსმა (Ed  Cox) გახსნეს.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდენ ნიუ-იორკის შტატის სენატორი, მარტი გოლდენი(Marty Golden), ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი კურტის სლივა(Curtis Sliwa), ნიუ-იორკის ასამბლეის არჩეული წევრები ალიკ ბრუკ კრასნი (Akec Brook Krasny), მიხეილ ნოვახოვი ( Mikhail  Novakhov) და სხვები.

ბატონმა რიჩი ბარსამიანმა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური  ალიანსის ხელმძღვანელს ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძეს და წევრებს: ბატონ რამაზ ოქრუაშვილს, ქალბატონებს – ქეთევან გოლდს, ლელა ქართველს (Lawson) და ეკა ენუქიძეს გაწეული შრომისთვის.

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წევრები პერსონალურად Kings County Republicen Women – ის ვიცეპრეზიდენტმა, ქალბატონმა სვეტა ზეკინსკაიამ მიიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები