ვესტმინსტერის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „ქართული სპორტი, ოლიმპიური თამაშები და ტურიზმი“
ლონდონში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, 37-ე ქართველოლოგიის დღე გაიმართა, რომლის თემა იყო „ქართული სპორტი, ოლიმპიური თამაშები და ტურიზმი“.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ენდრიუ ლინმა და პროფესორმა თამარა დრაგაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კერესელიძემ და სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან ჯანჯღავამ. მათ ისაუბრეს ქართული სპორტის ისტორიაზე, შედეგებსა და მიღწევებზე; აღინიშნა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ქართული სპორტის განვითარებაში.
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდნენ კარატეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გოგიტა არქანია, ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე და რაგბის მსაჯი ნიკა ამაშუკელი.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.