ზაქარია ფურცხვანიძე- გერმანიაში მცხოვრები ენათმეცნიერი
17-24 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) ჩატარდება STEM მასტერკლასები, რომლის თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“.
ქართველი მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ, მსმენელებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია “კავკასიადა”-ს და პლატფორმა “ სფიჩი”-ს ორგანიზებით.
“ქართული კვირა” STEM მასტერკლასების ჩატარებამდე გაგაცნობთ ყველა მეცნიერს, რომელიც მსმენელებს თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს. ჩვენი მომდევნო სტუმარია გერმანიაში მცხოვრები ენათმეცნიერი ზაქარია ფურცხვანიძე.