ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს ათენში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ხრისა ნიკოლაუმ.

ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრებისას ქართველმა და ბერძენმა კოლეგებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საბიბლიოთეკო საქმეში ბერძენი კოლეგების გამოცდილებასაც გაეცნენ“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები