საქართველოსა და ინდოეთს შორის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება. თბილისი-დელის ავიარეისები 5 მარტიდან, ყოველდღე შესრულდება.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე, ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo – InterGlobe Aviation Limited) შემოდის. პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

2019-2020 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც 28 მარტს სრულდება, ფრენები ყოველდღიურად, კვირაში შვიდჯერ შესრულდება.

IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. ინდოეთსა და საქართველოს შორის, რეგულარული მიმოსვლა აქამდე არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები