ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა 6 მედალი – ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დიდებს შორის +115 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ჯელაძე გახდა. აბსოლუტურ წონაში კი ბრინჯაოს მედალი ბადრი ხატისკაცმა მოიპოვა. დიდებს შორის გუნდურ დაპირისპირებაში ლაშა ჯელაძემ, ბადრი ხატისკაცმა, ზურა წიქორაძემ და საბა გამთენაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
18 წლამდე სუმოისტებს შორის – 100 კგ წონაში, ბრინჯაოს მედალი დავით აქუბარდიამ, +100 კგ წონით კატეგორიაში კი დავით აბალაკმა მოიპოვა. 18 -წლამდელებს შორის გუნდურ დაპირისპირებაში საქართველოს გუნდმა დავით აბალაკის, დავითი აქუბარდიასა და დემურ ბაღდავაძის შემადგენლობით იასპარეზა და ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.