სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა
GAFA-ს კურსდამთავრებულის სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული კინოაკადემია ავრცელებს.
ფილმი „ილუზია“ არის სურეალისტური დრამა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.