ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია. ნახევარფინალში მან ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა და ფინალში მოხვდა.
ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცეჩემპიონია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.
ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის უკვე ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ზურაბ ზურაბიანამდე ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.