ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდნენ

პერუში გაიმართა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზედაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, მესამე ადგილი კი  ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაიკავა.

გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ნოდარ კობალაძემ კი  ბრინჯაოს  მედლისთვის ორთაბრძოლაში ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები