საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
საგუნდო კაპელა ფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს გამართავს – 6 სექტემბერს ულბროკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, 7 სექტემბერს კი რიგის წმინდა პეტრეს სახელობის კათედრალში გამოვა.
ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართული საგუნდო მუსიკა.
ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: ლატვიის სახელმწიფო აკადემიურ გუნდი მარის სირმაისის ხელმძღვანელობითა და ლატვიის სახელმწიფო კამერული ორკესტრის თანხლებით, ესტონეთის მამაკაცთა ეროვნულ გუნდი.