ანსამბლი “ნანილა” საერთაშორისო ფესტივალის „CHORUS INSIDE CROATIA“ მესამე ადგილის და თასის მფლობელი გახდა
ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” (ხელმძღვანელი: მაია სიმონიშვილი) ხორვატიაში, საერთაშორისო ფესტივალში „CHORUS INSIDE CROATIA“ მონაწილეობდა
10 სახელმწიფოს 20 -ზე მეტ გუნდს შორის „ნანილა“ შეეცადა ღირსეულად წარედგინა ჩვენი ქვეყანა – საქართველო და მაღალი დონის კონკურსანტებს შორის, კონკურსის ორივე კატეგორიაში – “ქართული საეკლესიო საგალობელნი” და “ქართული ტრადიციული მუსიკა” შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და მესამე ადგილის და თასის მოპოვება.
ფესტივალის მონაწილეებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ჟიურის პრეზიდენტი – Pasquale VELENO(იტალია) 🇮🇹
Dariusz DYCZEWSKI (პოლონეთი) 🇵🇱
Denis MODRUŠAN (ხორვატია) 🇭🇷
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანსამბლი “ნანილა” ფესტივალში იტალიის ფარგლებს გარეთ მონაწილეობდა, რაც კიდევ უფრო საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლო იყო გუნდისთვის.