მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ პარტია ისევ ყაიმით დაასრულა
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ ისევ ყაიმით დაასრულა პარტია.
აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძის პარტიაში უკრაინელ, ანა მუზიჩუკთან რეკორდულად დიდი სვლების რაოდენობა – 102 გაკეთდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა 46 სვლაში გააკეთა ყაიმი ინდოელ, რამეშბაბუ ვაიშალთან.
- IV ტურის შედეგები ასეთა:
ალექსანდრა კოსტენიუკი 1 : 0
სარასადატ ხადემალშარიეჰი
ლელა ჯავახიშვილი ½ : ½
რამეშბაბუ ვაიშალი
მარია მუზიჩუკი ½ : ½
სტავრულა ცოლაკიდუ
ალინა კაშლინსკაია ½ : ½
ბიბისარა ასუბაიევა
ანა მუზიჩუკი ½ : ½
ნანა ძაგნიძე
- სატურნირო მდგომარეობა:
I – III ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ, ალექსანდრა კოსტენიუკი, ბიბისარა ასუბაიევა – 2,5 ქულა;
IV– IX ადგილი; ლელა ჯავახიშვილი, მარია მუზიჩუკი, ალინა კაშლინსკაია, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, რამეშბაბუ ვაიშალი – 2 ქულა;
X – სარასადატ ხადემალშარიეჰი – 0,5 ქულა.