მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა
სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ, ბიბისარა ასუბაიევას ეთამაშა.ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
II ტურის შედეგები:
ალექსანდრა კოსტენიუკი ½ : ½ რამეშბაბუ ვაიშალი
სარასადატ ხადემალშარიეჰი ½ : ½ სტავრულა ცოლაკიდუ
ლელა ჯავახიშვილი ½ : ½ ბიბისარა ასუბაიევა
მარია მუზიჩუკი ½ : ½ ნანა ძაგნიძე
ალინა კაშლინსკაია ½ : ½ ანა მუზიჩუკი
სატურნირო მდგომარეობა ასეთიი გახლავთ:
I-II ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ,ბიბისარა ასუბაიევა – 1,5 ქულა;
III – VIII ადგილი – მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი,ალინა კაშლინსკაია, ალექსანდრა კოსტენიუკი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი – 1 ქულა ;
IX-X – რამეშბაბუ ვაიშალი, სარასადატ ხადემალშარიეჰი 0,5 ქულა.