საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” დასრულდა

საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” წელს მეოთხედ წარმატებით ჩატარდა

“წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა  არაერთი ცნობილი კინოხელოვანის საქართველოში სტუმრობით, რაც ცხადყოფს, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე საინტერესო ხდება და მისი მასშტაბიც იზრდება.

უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ:  ორგზის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს ლაურეატი და ოსკარის ნომინანტი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი;

ბრიტანელი კინოკრიტიკოსი და პროგრამერი, წითელი ზღვის კინოფონდის საერთაშორისო განყოფილების დირექტორი კალიმ აფტაბი;

Asian Pacific Screen Academy-ს („აზიური ოსკარის“) დაჯილდოების მენეჯერი შირი რამაჯი;

თესალონიკის საერთაშორისო ფესტივალის რეტროსპექტივის პროგრამის ხელმძღვანელი და „ფარადის“ დოკუმენტური კინოფესტივალის მხატვრული დირექტორი კერკინოს დიმიტრიოსი;

ევროპული კინოაკადემიის შესარჩევი კომისიის ექსპერტი, კინოფესტივალ Black Nights-ის მრჩეველი ედვინას პუკშტა;

ბერლინის კინოფესტივალის პროგრამის ორგანიზატორი დანიელა ვებერი;

ბულგარელი კინოკრიტიკოსი და პროგრამერი მარიანა ჰრისტოვა;

სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალისა და კოპროდუქციის ბაზრობის ხელმძღვანელი მირა სტალევა; სანდენსის კინოფესტივალისა და პალმ სპრინგსის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამერი სტეფანი ოუენსი;

 „კანალ პლუსის“, „ნიუს ვიკისა“ და „ვოგის“ კინოჟურნალისტი არტურ ზაბორსკი;

 „ოქროს გლობუსის“ ჟიურის წევრი და „ფილმუფორიას“ ხელმძღვანელი ჯეინ ლემანი;

ფელინის ფონდის ევროკავშირის ქვეყნებისა და აზიის განყოფილების დირექტორი ფედერიკო გრანდესო.

კინოცენტრი მადლობას უხდის მათ ჩამობრძანებისათვის და გამოხატავს მზადყოფნას, მომავალ წელსაც ხელი შეუწყოს კინოფესტივალ „დალის” – მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას არა მხოლოდ სვანეთის რეგიონისათვის, არამედ საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დააფუძნა კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და წელს ის მეოთხედ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები