მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპის გამარჯვებულია

მამუკა კორძაიამ ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე, წინა ეტაპის მსგავსად, ყველა მეტოქეს აჯობა და ჩემპიონი გახდა!

რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში, მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა 90+ კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ქვიშაზე  დავით ფარტენაძეც (70კგ) ვიხილეთ, რომელმაც ასაპრეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები