15, 17 და 20-წლამდელთა შორის საპლაჟო ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი მოჭიდავეები პირველად ჩაებმებიან

18-19 ივლისს, რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარა, საპლაჟო ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 15, 17 და 20-წლამდელთა შორის.

ქართველი მოჭიდავეები ამ რანგის ასაკობრივ პირველობაში პირველად ჩაებმებიან.

15-წლამდელთა შორის იჭიდავებენ ლუკა მახარაძე (65 კგ) და ზებურ აბაშიძე (75 კგ). 17-წლამდელებში – კობა გოგუაძე (70 კგ), ხოლო 20-წლამდელებში – დავით ფარტენაძე (70 კგ) და ლუკა კორძაია (+90 კგ).

ტიმიშოარაში საპლაჟო ჭიდაობის დღეები 20-21 ივლისსაც გაგრძელდება – გაიმართება მსოფლიო სერიის მესამე ეტაპი და მასში საქართველოს სახელით მონაწილეობას მამუკა კორძაია (+90 კგ) მიიღებს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის რანგში იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატს და მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს ქართველი მსაჯი ედნარ ლომანაძეც მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები