მარიამ რუსიშვილი სწავლას Korea University-ში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ რუსიშვილი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში აგრძელებს. Korea University სამხრეთ კორეის წამყვანი უნივერსიტეტია.

მარიამი სექტემბრიდან Korean Language and Literature-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევა კორეის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად და მისი სწავლისა და ცხოვრების სრულ საფასურს სამხრეთ კორეის სახელმწიფო პროგრამა (GKS) დაფარავს.

მარიამი უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები