გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს
გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში ახალგაზრდებმა პერფორმანსები „ძალა ერთობაშია“ და „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ წარმოადგინეს.
პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. სხვადასხვა თემატიკაზე პერფორმანსების ჩვენება გორის მიწისქვეშა გადასასვლელსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცშიც მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან და მოზარდებთან მუშაობენ რეჟისორები და მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან.
საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ – პოლონური სპექტაკლზეც მუშაობენ, რომელსაც ჯერ გორში, შემდგომ კი პოლონეთში წარადგენენ.
საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი “ხელოვნება საზღვრების გარეშე’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდები დაეუფლონ კინოსა და თეატრის სამსახიობო ხელოვნებას, შეისწავლონ ფილმების გადაღება-მონტაჟი და ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი მიმართულებები.
ფესტივალის ადგილობრივი პარტნიორები საქართველოში არიან:
გორის მუნიციპალიტეტის მერია
ა(ა)იპ ჭკვიანი მომავალი
ა(ა)იპ კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდი
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატლი თეატრი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზენ სტუდიო•Zen Studio