ნიკოლოზ მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა
ნიკოლოზ მაისურაძეს (80 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში.
გუშინვე, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).