ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის – მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს.
პარიზი 2024-ზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. გობაძის გარდა, ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).