გიორგი სიჭინავა უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალურ კონკურსზე „წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“ ოთხ კანდიდატს შორის დაასახელეს
„ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი გიორგი სიჭინავა, Times Higher Education-ის მიერ ორგანიზებულ, უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალურ კონკურსზე „წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“ ოთხ კანდიდატს შორის დაასახელეს.
ეს ჯილდო გადაეცემათ დარგის პროფესიონალებს, რომლებიც რეგიონში გამოირჩევიან პროფესიისადმი თავდადებით და განსაკუთრებული წარმატებით ახორციელებენ მოსწავლეთა მხარდაჭერას საუნივერსიტეტო განათლებისა და კარიერის დაგეგმვის გზაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას.