„ხალხური რეწვა აჭარაში“ – ბათუმშიკიდევ ერთი ახალი წიგნი მზადდება

„ხალხური რეწვა აჭარაში“ ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს. წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა,  მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის ბეჭდვა მაისის ბოლომდე იგეგმება.

„ხალხური რეწვა აჭარაში“ რიგით მეხუთე წიგნია, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოამზადა. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“ და „ხალხური თამაშობები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები