წელს საქართველო მსოფლიოს მეათედ უერთდება სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში
6 აპრილს, 13:00 სთ-დან, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კიკვიძის პარკში მოეწყობა სპორტული სოფელი, სადაც ჩატარდება მინი ტურნირები სპორტის 20-ამდე სახეობაში.
მონაწილეობა უფასოა.
იხილეთ სპორტული აქტივობების ჩამონათვალი:
🏓მაგიდის ჩოგბურთი,
🤺ბავშვთა სახალისო ფარიკაობა,
🤼♀️ბავშვთა ძიუდო,
🤾♀️სახალისო ხელბურთი,
🏅უშუ,
🤾ფრენბურთი-მაგიდის ფრენბურთი,
⚾️ბეისბოლი,
🏈ამერიკული ფეხბურთი,
🥏ფრისბი,
🏸ბადმინტონი,
🏆მკლავჭიდი,
🤼♂️ქართული ტრადიციული სახეობები,
♟️🎲სამაგიდო თამაშები( ჭადრაკი, ნარდი, შაში, გო)
🤹მხიარული თამაშები ანიმატორებთან ერთად
წელს სოფელს განსაკუთრებული სტუმარი ეყოლება – მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი მკლავჭიდში – ლევან საგინაშვილი. არ გამოგრჩეთ მისგან მასტერკლასი და ავტოგრაფის მიღების შესაძლებლობა.
სპორტული სოფელისა და მინი ტურნირების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.