ქართველი ძალოსნები ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე 2 აპრილიდან ჩაერთვებიან
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაილანდში მსოფლიო თასზე (31 მარტი – 11 აპრილი) იასპარეზებს.
შეჯიბრებაზე, რომელზედაც პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება ქართველი ძალოსნები 2 აპრილიდან ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო შეჯიბრებაზე გამოცხადება აუცილებელია.
ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგი ასეთია:
2 აპრილი – შოთა მიშველიძე (61 კგ.)
5 აპრილი – საბა ასანიძე (89 კგ.)
8 აპრილი – ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
10 აპრილი – ანასტასია გოტფრიდი( +87 კგ.); ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
11 აპრილი – ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)
გიორგი ასანიძე – ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გია ცირეკიძე – ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ექიმი რეაბილიტოლოგი
რუსკა მურადაშვილი – ფედერაციის გენერალური მდივანი